ქეითი ჰარის ჯვრისწერაზე მივიდა კაბით, რომელიც მანამდეც არაერთხელ ჩაუცვამს

ქეითი ჰარის ჯვრისწერაზე მივიდა კაბით, რომელიც მანამდეც არაერთხელ ჩაუცვამს

ქეით მიდლტონს ჰარისა და მეგანის ქორწილში ყვითელი, ულამაზესი კაბა ეცვა, რომელიც მისმა საყვარელმა დიზაინერმა, ალექსანდერ მაკქუინმა შექმნა. კემბრიჯის ჰერცოგინია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გააჩინა მესამე შვილი, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

„დეილი მეილი“ წერს, რომ ქეითს კაბა ჰარის ქორწილამდე სამჯერ ეცვა. პირვლად აღნიშნული სამოსით 2015 წელს შვილის, შარლოტას ნათლობისას გამოჩნდა, მეორედ - 2016 წლის ივნისში, მესამედ კი ბელგიაში გასული წლის ივლისში.

ჰარისა და მეგანის ქორწილში კი საყვარელ კაბასთან ერთად ეცვა ჯიმი ჩუს ფეხსაცმელი და ფილიპ ტრისის მიერ შექმნილი შლაპა ეხურა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ