ზურაბ ნოღაიდელი - ოპოზიციას თანმიმდევრული გეგმა სჭირდება

ზურაბ ნოღაიდელი - ოპოზიციას თანმიმდევრული გეგმა სჭირდება

”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ბევრად უფრო თანმიმდევრული და ორგანიზებულად ჩამოყალიბებული გეგმა სჭირდება.

როგორც ნოღაიდელმა დღეს, "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, საზოგადოება თავის ინტერესებს აღარ უკავშირებს ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, ამიტომ საჭიროა კონკრეტული მექანიზმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის პროცესებში.

აღნიშნული მექანიზმის შექმნა ნოღაიდელს წარმოუდგენლად მიაჩნია ფართო ოპოზიციური გაერთიანების გარეშე. მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღის წესრიგში არსებული პრობლემები, გაერთიანების გარეშე ვერ მოგვარდება.

"დღევანდელი პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორები სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის მოგვარება, ქვეყნის გაერთიანების საკითხი და დემოკრატიისა და სამართლიანობის დამკვიდრებაა, რომელთა მთავარი წინაღობა მიხეილ სააკაშვილია. ვინც ფიქრობს, რომ ეს თემები სასწრაფოდ მოსაგვარებელია, მათ უნდა იფიქრონ გაერთიანებაზე", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება, ნოღაიდელი-ოქრუაშვილი-გაჩეჩილაძის ალიანსს, ექსპრემიერის განცხადებით, ისინი ერთმანეთს მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ხედვებს აცნობენ და ზედმეტი მოლოდინი, რომ თითქოს მათი გაერთიანებისთვის მხოლოდ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, საფუძველს მოკლებულია.

"ჩვენ გვაქვს დრო უფრო მეტი მოვიფიქროთ, მოვემზადოთ და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ; ზაფხული ამის საშუალებას გვაძლევს", - თქვა ნოღაიდელმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე