მეგანი, დედოფალი და ქეითი იყენებენ ფრჩხილის ლაქს, რომელიც 8 ფუნტი ღირს

მეგანი, დედოფალი და ქეითი იყენებენ ფრჩხილის ლაქს, რომელიც 8 ფუნტი ღირს

მეგან მარკლის საქორწინო ჩაცმულობაზე, მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე ძალიან ბევრს საუბრობენ, ყველაზე ნაკლები ყურადღება კი მისმა მანიკიურმა მიიქცია, რაც ბუნებრივიც არის. ისევე, როგორც სამეფო ოჯახის სხვა ქალებს, მეგანს ძალიან სადა ფერის, თითქმის შეუმჩნეველი ლაქი ესვა, The Sun წერს, რომ ეს დედოფლის საყვარელი ფერია და ლაქის ღირებულება სულ რაღაც 7.99 ფუნტია.

OK! magazine-ის ინფორმაციით, ფერადი, ან - ხელოვნური ფრჩხილები სამეფო ეტიკეტით ვულგარულად მიიჩნევა, ამიტომ მეგანმაც ჯვრისწერისთვის სადა ტონი შეარჩია.

ამავე ბრენდის Ballet Slippers ლაქს დედოფალი ელისაბედი 1989 წლიდან იყენებს.

ლაქის ნაზი ფერი კარგად ეხამება დედოფლის ნებისმიერ სამოსს. ამავე ბრენდსა და ფერს იყენებს ქეით მიდლტონიც.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ