კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტი - საგამოძიებო სამსახურმა 3 პირი პასუხისგებაში მისცა

კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტი - საგამოძიებო სამსახურმა 3 პირი პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას მიუთითეს ყალბი მონაცემები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თითქოსდა მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურაში და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას. ხოლო მესამე ბრალდებულმა ბანკში ყალბი სახელფასო ცნობა წარადგინა.

„კრედიტის სახით მიღებულ თანხას ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ბანკის დავალიანება აღარ დაფარეს. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში, საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება 43 ფაქტზე დაიწყო. აღნიშნული სახის დანაშაულის პრევენციის მიზნით, საგამოძიებო სამსახური აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ