რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩებში გაირკვა B ჯგუფიდან 1/8-ფინალში გამსვლელი გუნდების ვინაობა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ადგილი დაიკავა არგენტინამ, ხოლო მეორე ადგილიდან შემდეგ ეტაპზე სამხრეთ კორეელები გავიდნენ.
არგენტინა საბერძნეთს ეთამაშებოდა და ქულის მოპოვების შემთხვევაშიც ინაღდებდა პირველ ადგილს, მაგრამ დიეგო არმანდო მარადონას შეგირდებმა დემიკელისისა და პალერმოს მიერ მე-2 ტაიმში გატანილი გოლებით იმარჯვა და ბერძნებს შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი მოუსპო.
არგენტინის საჩუქარი კარგად შეირგო სამხრეთ კორეამ, რომელიც ერთი ქულის მოპოვებით გავიდა შემდეგ ეტაპზე. აზიელები ნიგერიელებთან ჯერ აგებდნენ, შემდეგ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ფრედ ითამაშეს.
ამრიგად, უკვე ცნობილია პირველი 1/8-ფინალური წყვილები - ურუგვაი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება, ხოლო მექსიკა არგენტინას.
22 ივნისი, დურბანი, “დურბან სთედიუმი”
ნიგერია-სამხრეთ კორეა 2:2 (1:1)
ნიგერია (4-2-3-1): ენიეამა, ოდია, იობო (ეჩიეჟილე 46), შიტუ, აფოლაბი, აიალა, ეტუუ, ობასი, კანუ (მარტინსი 57), უჩე, იაკუბუ (ობინა 70)
მწვრთნელი: ლარს ლაგერბაკი
სამხრეთ კორეა (4-4-2): სუნ რიონგ ჯუნგი, დუ რი ჩა, იუნ ჰიუნ ჩო, იუნ სო ლი, იონ პიო ლი, ჩუნ იონ ლი, სუნ იენ კი (ჯაე სუნ კიმი 87), იუნ ვუ კიმი, ჯი სუნ პარკი, კი ჰუნ იეომი (ნამ ილ კიმი 63), ჩუ იუნ პარკი (დონ ჯინ კიმი 90)
მწვრთნელი: ჯუნ მუ ჰო
გოლები: 1:0 უჩე (12), 1:1 იონ სო ლი (38), 1:2 ჩუ იუნ პარკი (49), 2:2 იაკუბუ (69, პენ)
გაფრთხილება: ენიეამა 31, ობასი 37, აიალა 42 – ნამ ილ კიმი 68
მსაჯი: ოლეგარიო ბენქუერენსა (პორტუგალია)
პოლოკვანე, “პეტერ მოკაბა სთედიუმი”
საბერძნეთი-არგენტინა 0:2 (0:0)
საბერძნეთი (4-4-1-1): ცორვასი, პაპადოპულოსი, პაპასტატოპულოსი, მორასი, კირგიაკოსი, ვინტრა, ციოლისი, კაცურანისი (ნინისი 54), ტოროსიდისი (პაცაცოღლუ 55), კარაგუნისი (სპიროპულოსი 45), სამარასი
მწვრთნელი: ოტო რეჰაგელი
არგენტინა (4-3-1-2): რომერო, ოტამენდი, დემიკელისი, ბურდისო, როდრიგესი, მაქსი (დი მარია 63), ვერონი, ბოლატი, მესი, მილიტო (აგუერო 80), აგუერო (პასტორე 77)
მწვრთნელი: დიეგო მარადონა
გოლები: 0:1 დემიკელისი (77), 0:2 პალერმო (89)
გაფრთხილება: კაცურანისი 30 – ბოლატი 76
მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)
B ჯგუფი
არგენტინა 3 3 0 0 7-1 9
სამხრეთ კორეა 3 1 1 1 5-6 4
საბერძნეთი 3 1 0 2 2-5 3
ნიგერია 3 0 1 2 3-5 1