რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერას უილ სმიტი შეასრულებს

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერას უილ სმიტი შეასრულებს

უილ სმიტი, როგორც ჩანს, მსოფლიო ჩემპიონატისთვის სიმღერას წერს, რომელიც რუსეთში გაიმართება. „ბიბისის“ ინფორმაციით, სიმღერა პარასკევს გავრცელდება.

რეპერმა „ინსტაგრამზე“ ფოტო განათავსა, თეგით „მსოფლიო ჩემპიონატი“. ასევე, მან ფოტოზე მონიშნა დიპლო, ნიკი ჯემი და კოსოვოელი-ალბანელი მომღერალი ერა ისტრეფი.

ჯერჯერობით, სიმღერის სახელი უცნობია, მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები ტურნირის დაწყებისას, ან დამთავრებისას სრულდება.

2014 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სიმღერა პიტბულმა ჩაწერა, ჯენიფერ ლოპესთან ერთად, სახელწოდებით We Are One (Ole Ola). 2010 წლის ჩემპიონატის ჰიტი კი შაკირას Waka Waka იყო.

მსოფლიო თასი, რომელშიც მონაწილეობას 32 ქვეყანა მიიღებს, რუსეთში 14 ივნისს დაიწყება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ