"რუსეთი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გასვლით და სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება"

"რუსეთი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გასვლით და სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება"

საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატი ბენ ემერსონი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გამოსვლითა და სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ იქნება. ამის შესახებ ბენ ემერსონმა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან საუბარში განაცხადა.

„საიდუმლო არ არის ის, რომ რუსეთი საჯაროდ და დახურულ ფორმატში ლობირებს იმას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მოსკოვის სასარგებლოდ მიიღოს. რუსეთი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გასვლით და სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება, თუ სასამართლო მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ბენ ემერსონმა.

საქართველოს ინტერესების დამცველმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება გეგმის ნაწილი იყო, რომლის მიზანი რაც შეიძლება მეტი ტერიტორიების ოკუპირება იყო.

ქართულ მხარეს სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს მყარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლია დარღვეული რუსეთის მხრიდან, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ყველა ძალისხმევა მობილიზებულია და მიმართული იქითკენ, რომ ევროპული სასამართლო იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და მათ ხელთ იყოს მყარი მტკიცებულებები.

"დღევანდელი ბოლო მოსმენის შემდეგ არ მოხდება გადაწყვეტილების გასაჯაროება. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო რანდენიმე თვის შემდეგ გაასაჯაროებს. ბუნებრივია, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმის მიმართ მაღალია იმიტომ, რომ ეხება ყველაზე მთავარ გამოწვევას და პრობლემას, რაც დღეს გააჩნია ჩვენს ქვეყანას, ძალიან დიდ ტრაგედიას, რომელიც გადაიტანა ქვეყანამ 2008 წელს და შეილახა უამრავი ადამიანის სიცოცხლის უფლება. ჩვენი მოლოდინია ის, რომ ევროსასამართლო მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც წარმოაჩენს, რომ ის რეალურად გახლავთ მართლმსაჯულების აღმასრულებელი ეფექტური ორგანო ევროპაში", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ზეპირი მოსმენა გაიმართა. სხდომის შემდეგ სასამართლო სათათბიროდ გავა, გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები