"პანათინაიკოსს" კალაძე სურს და "პარმაზე" მეტს უხდის

"პანათინაიკოსს" კალაძე სურს და "პარმაზე" მეტს უხდის

ეს საუბრები ადრეც იყო: ბერძნული "პანათინაიკოსის" კახა კალაძისადმი ინტერესეზე, ჯერ კიდევ ზამთარში გაჩნდა ინფორმაცია, თუმცა საქმე წინ არ წასულა.

"პაო" ამჯერადაც სინჯავს ნიადაგს და ბერძნული gazzetta-ს ცნობით, შესაბამის პირობებსაც შეუქმნის ფეხბურთელს - იმაზე მეტს, ვიდრე იტალიური "პარმა" სთავაზობს ქართველსო.

ცნობისთვის, კალაძის გარშემო, "პარმას" ვარიანტი ყველაზე ხშირად ისმის და ისიც ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს იტალიაში დარჩენა ურჩევნია. ის, რომ კახას "მილანიდან" წასვლა მოუწევს, თითქმის გადაწყვეტილია - "როსონერი" აღარ აპირებს მისთვის დიდი ხელფასის გადახდას: ბერძნული წყაროების ცნობით, ქართველი ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 3,2 მილიონი ევროა, თუმცა ორიოდ კვირის წინ, ერთ-ერთი იტალიურმა გამოცემამ 3,5 მილიონი დაწერა.

ილია ნანობაშვილი

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო