პენსმა კვირიკაშვილს საკუთარ სახლში უმასპინძლა - ფოტოები ვაშინგტონიდან

პენსმა კვირიკაშვილს საკუთარ სახლში უმასპინძლა - ფოტოები ვაშინგტონიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში, შესაძლებლობებსა თუ მიღწევებში.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ის განსაკუთრებით აფასებს გიორგი კვირიკაშვილის, როგორც ლიდერის როლს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის და რეფორმების პროცესში. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს რეგიონთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკაში.

ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მზაობა, გადადგას ნაბიჯები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა მეგობრულ გარემოში დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სახლში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები