მშობლებმა 30 წლის შვილს სასამართლოში უჩივლეს იმის გამო, რომ მათ ხარჯზე ცხოვრობს

მშობლებმა 30 წლის შვილს სასამართლოში უჩივლეს იმის გამო, რომ მათ ხარჯზე ცხოვრობს

30 წლის კაცი, რომელიც მშობლების ხარჯზე ცხოვრობს და სამსახურის დაწყება არ უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლების სახლს დატოვებს. მაიკლ როტონდოს დედამ და მამამ უჩივლეს, მათი განცხადებით, შვილი არ მონაწილეობს ოჯახის ხარჯების გასტუმრებაში და უარს ამბობს, სამსახური დაიწყოს.

ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ დონალდ გრინვუდმა როტონდოს მოსთხოვა, დატოვოს მშობლების სახლი.

მარკ და კრისტინა როტონდოები ქალაქ კამილასში, ნიუ-იორკიდან 200 მილის დაშორებით ცხოვრობენ. მათ შვილს არაერთხელ მოსთხოვეს, სახლი დაეტოვებინა, თუმცა მაიკლისგან მუდმივად უარს იღებდნენ.

ამას გარდა, მარკი და კრისტინა შვილს ჰპირდებოდნენ, რომ მისცემდნენ გარკვეულ თანხას და დაეხმარებოდნენ სამსახურის პოვნაში.

მაიკლ როტონდო კი ამბობს, რომ ძალიან დაკავებულია და სამსახურისთვის დრო არ აქვს. მას ჰყავს შვილი ქალისგან, რომელზეც დაქორწინებული არ არის.

„ბოლო რამდენიმე წელია მამა ვარ, ეს არის ჩემი საქმე,“ - ამბობს მაიკლი.

მას შვილთან ერთად არასოდეს უცხოვრია, თუმცა ამბობს, რომ ბავშვს ხშირად ნახულობს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ