მაისში თბილისში 100 გველი დაიჭირეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21-ით მეტია

მაისში თბილისში 100 გველი დაიჭირეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21-ით მეტია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში თბილისში 100 გველი დაიჭირეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21-ით მეტია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული სააგენტოში განუცხადეს, მაისის თვეში სულ 200-მდე გამოძახება იყო, თუმცა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების ადგილზე მისვლისას 100 გველია დაჭერილი. მათგან არცერთი არ იყო შხამიანი.

მათივე ინფორმაციით, 2018 წელს სულ 118 გველი დაიჭირეს, რომელთაგანაც 3 შემთხვევა მარტში იყო, აპრილში კი - 15. დაჭერის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება კრწანისში, დიდ დიღომსა და ავლაბარში.

რაც შეეხება გასული წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას, 2017 წლის მარტში სააგენტოს თანამშრომლებმა 3 გველი დაიჭირეს, აპრილში - 16, ხოლო მაისში - 79. სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი გველი გასულ წელს ივნისში დაიჭირეს -134; ივლისში - 87, ხოლო აგვისტოში - 50.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ წელს დაფიქსირებული შემთხვევები ნორმალურია და საგანგაშო არ არის. ამასთან, სააგენტოს თანამშრომლებს გველების დაჭერა ევალებათ, რეპელენტებით მათი დამუშავება კი ფასიანი სერვისია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სოფელ მეტეხში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევაა - ვირუსი ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ

აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს - "დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები"