ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ფლავთან 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ფლავთან 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 23 წლის გიორგი კეპაშვილი დააკავეს. კეპაშვილების საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ახლობლების ინფორმაციით, გიორგი კეპაშვილი საკუთარ ბაღთან ახლოს, მსხვილფეხა პირუტყვს აძოვებდა, რა დროსაც შეიარაღებულმა ფორმიანებმა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.„ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - განაცხადეს სუს-ში.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?