"ტაოპრივატბანკის" სათაო ოფისში დღევანდელ თავდასხმაზე კომენტარს ვერ აკეთებენ

"ტაოპრივატბანკის" სათაო ოფისში დღევანდელ თავდასხმაზე კომენტარს ვერ აკეთებენ

"ტაოპრივატბანკის" საბურთალოს ფილიალზე დღეს დილით მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ბანკის სათაო ოფისში კომენტარს ვერ აკეთებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკში განუცხადეს, შემთხვევის ადგილიდან არ დაბრუნებულა უსაფრთხოების სამსახური და, შესაბამისად, ბანკში მომხდარზე დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.

ბანკის სათაო ოფისში ვერც იმას ადასტურებენ, წაღებულია თუ არა თავდასხმის შედეგად თანხა.

თბილისში, ყაზბეგის გამზირის 4-ში მდებარე "ტაოპრივატბანკის" ოფისთან ინკასაციის სამსახურის მანქანაზე თავდასხმა დღეს, დაახლოებით, 09:30 საათზე მოხდა.

თავდამსხმელები ნიღბიანები იყვნენ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები ჰქონდათ. მათ მიმალვა მოახერხეს.

ინკასაციის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, 25 წლის ნიკო მეტრეველი თავდამსხმელებმა ბარძაყის არეში დაჭრეს. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა თანხის წაღება მოახერხეს, თუმცა რაოდენობა ჯერ უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ