მძიმე კადრები - ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდნისგან უცნობმა მამაკაცმა გადაარჩინა

მძიმე კადრები - ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდნისგან უცნობმა მამაკაცმა გადაარჩინა

ახალგაზრდა მამაკაცმა პარიზში ბავშვი აივნიდან გადავარდნისგან გადაარჩინა.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჩანს, რომ 22 წლის მამუდუ გასამა, რომელიც მალელი მიგრანტია, მეოთხე სართულზე აცოცდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი გადაერჩინა. ადგილზე შეკრებილები მას შეძახილებით ამხნევებენ.

იხილეთ ვიდეო : სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ! - როგორ გადაარჩინა 22 წლის ახალგაზრდამ მე-4 სართულის აივანზე გადმოკიდებული ბავშვი

CNN-ის ინფორმაციით, როდესაც სახლთან პარიზის სამაშველო სამსახურის ბრიგადები მივიდნენ, ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

გასამა ამბობს, რომ სახლთან ახლოს რესტორანში იმყოფებოდა, ფეხბურთის საყურებლად, როდესაც დაინახა აივნის გარე მხრიდან გადმოკიდებული ბავშვი.

„მიყვარს ბავშვები, არ მინდოდა, რამე ტკენოდა. გავიქეცი და ვეცადე, გამოსავალი მეპოვა. მადლობა ღმერთს, შევძელი,“ - ამბობს მიგრანტი.

ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვის გადარჩენას მისი მეზობლებიც ცდილობენ, თუმცა მცირეწლოვანის გადაყვანა საკუთარ აივანზე ვერ შეძლეს.

მამუდუ გასამას საქციელით, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, აღფრთოვანებულია საფრანგეთის პრეზიდენტიც - ემანუელ მაკრონმა მალელი მამაკაცი რეზიდენციაში მიიწვია, რათა პირადად გადაუხადოს მადლობა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ