„გაცვალე მაკულატურა წიგნებში“ - წიგნის ფესტივალის ფარგლებში მაკულატურას განსაკუთრებული პირობებით გაცვლით წიგნებში

„გაცვალე მაკულატურა წიგნებში“ - წიგნის ფესტივალის ფარგლებში მაკულატურას განსაკუთრებული პირობებით გაცვლით წიგნებში

თბილისის წიგნის ფესტივალის პარალელურად, გამომცემლობა ”პალიტრა L” გთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებას, რომ მაკულატურა წიგნებში განსაკუთრებული პირობებით გაცვალოთ. 200-ზე მეტი დასახელების წიგნები, მათ შორის კი, ყველაზე მოთხოვნადი ბესტსელერები ტრადიციულზე 40%-მდე ნაკლებ მაკულატურაში გაიცვლება.

”პალიტრა L” ყოველთვის ცდილობს, წიგნი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზოგადად პროექტი ”მაკულიტერატურა” და მისი ახალი შეთავაზებაც.

”წიგნის ფესტივალის ფარგლებში ჩვენი მკითხველები შეძლებენ, არა მარტო შეიძინონ ახალი წიგნები, არამედ ძველი, ნარჩენი ქაღალდის ჩაბარებით გაამდიდრონ ბიბლიოთეკა ახალი ლიტერატურით. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. ამ გზით ვუფრთხილდებით გარემოს, ბუნებრივ საფარს და ყველა ტიპის გამოუსადეგარ ქაღალდს უახლეს ლიტერატურად ვაქცევთ,” - განმარტავს ”პალიტრა L-ის” მარკეტინგის მენეჯერი თაკო ახვლედიანი.

მსურველებს მაკულატურის წიგნებში გაცვლა ფესტივალის სიახლოვეს, წერეთლის 116-ში, დიდუბე პლაზას ტერიტორიაზე შეეძლებათ.

”მაკულიტერატურა" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკის შექმნაში - ძველი ჟურნალ-გაზეთები, რვეულები, წიგნები თუ უბრალოდ, სხვა არასაჭირო ქაღალდი შეგიძლიათ "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ სხვადასხვა დასახელების წიგნში გადაცვალოთ.

გარდა იმისა, რომ "მაკულიტერატურა" საოჯახო ბიბლიოთეკის თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურით განახლებასა და გამდიდრებაში დაგეხმარებათ, პროექტი გარემოს მიმართ საკუთარი ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა - საუკუნეებია ქაღალდის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მისაღებად ხეები მასშტაბურად იკაფება, ყოველდღიურად კი, გაკაფული ტერიტორიის რიცხვი 32 ათას ჰექტარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში ორჯერ მთელი საქართველოს ტოლი ფართობის ტყეს ვკარგავთ.

"მაკულიტერატურა" გაძლევთ საშუალებას პრიორიტეტები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სასარგებლო საქმეში გადაანაწილოთ - უსარგებლო ქაღალდი მაკულატურაში ჩააბაროთ, გადაარჩინოთ გარემო და განაახლოთ საკუთარი ბიბლიოთეკა.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა