დე ფაქტო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინფორმაციით, სირიამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა

დე ფაქტო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინფორმაციით, სირიამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ იუწყება.

როგორც ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, სირიისა და „სამხრეთ ოსეთის“ ერთმანეთის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილება დღეიდან შედის ძალაში.

იხილეთ ვიდეო: დე ფაქტო აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" ინფორმაციით, სირიამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას 2018 წლის ბოლომდე კიდევ ერთი სახელმწიფო აპირებს.

ნახეთ ასევე: სირიის საგარეო უწყება ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებას“ ადასტურებს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები