ვინ იყო სურამში მოკლული მამაკაცი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა სასტუმროს მშენებლობის გამო უპირისპირდებოდა

ვინ იყო სურამში მოკლული მამაკაცი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა სასტუმროს მშენებლობის გამო უპირისპირდებოდა

სურამში დღეს, გამთენიისას მოკლულ პირს მამია ბითაძეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან დავა წარსულშიც ჰქონდა. მაშინ კონფლიქტის მიზეზი სასტუმროს მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვის საფრთხე იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა სწორედ ახლა იწყებოდა და ადგილზე შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა.

მამია ბითაძესა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებულ კონფლიქტზე „ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე წლის მარტშიც წერდა. მამია ბითაძე, სასტუმრო „სურამი პალასის“ მშენებლობას სურამში, ბაიანთხევში მდებარე უნიკალურ ადგილას გეგმავდა.

როგორც 2018 წლის მარტში ადგილობრივი მოსახლეობა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ადგილობრივები და დამსვენებლები ფეხბურთის და სხვა თამაშების გასამართად იყენებდნენ. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე „არტგენის ფესტივალიც“ ტარდებოდა. ამასთან, მათივე თქმით, სახელმწიფო ტერიტორიაზე კიდევ 5 ჰექტარის გასხვისებასაც გეგმავდა, რასაც შესაძლოა, ხეები მასიურად გაჩეხვა გამოეწვია.მამია ბითაძე კი ადგილობრივების საპასუხოდ აღნიშნავდა, რომ მოსახლეობის პრეტენზიები იმით იყო გამოწვეული, რომ მათ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. ის ამბობდა, რომ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრებოდა. განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ