რა ავადმყოფობებით იტანჯებოდა სტალინი - "ექიმებმა თამბაქოს მოწევა, ღვინისა და ლუდის სმა აუკრძალეს"

რა ავადმყოფობებით იტანჯებოდა სტალინი - "ექიმებმა თამბაქოს მოწევა, ღვინისა და ლუდის სმა აუკრძალეს"

იოსებ სტალინის ფიგურა ბევრში წინააღმდეგობრივ გრძნობებს იწვევს, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მკითხველებს ცალკეული პუბლიკაციების ტონალობა არ მოსწონთ. მაგრამ ახლა ჩვენ სრულიად სხვა საკითხზე ვისაუბრებთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ იოსებ სტალინი ჩვეულებრივი ადამიანი იყო - თავისი ავადმყოფობებით, მავნე და კარგი ჩვევებით, გატაცებებით და ა.შ. რატომ უყვარდა იოსებს ხანგრძლივი დროით დასვენება, ახდენდა თუ არა გავლენას ავადმყოფობა მისი გადაწყვეტილების მიღებაზე და როგორ უთავსდებოდა ბელადის პირადი ყოფითი ასკეტიზმი კრემლში გამართულ მდიდრულ ბანკეტებს...

მოვუსმინოთ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ვლადიმერ ნევეჟინს, რომელსაც "ლენტა.რუ"-ს კორესპონდენტი ანდრეი მოზჟუხინი ესაუბრება.

- რა არის დღეს ცნობილი იოსებ სტალინის ავადმყოფობების შესახებ?

- ყოველი ადამიანის ავადმყოფობა და მით უმეტეს, თუ ეს ეხება ცნობილ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს, ძალიან დელიკატური თემაა. ამიტომაც, ჩემი აზრით, ამ დროს ყოველგვარი ზედმეტობა უნდა გამოვრიცხოთ და მკაცრად მივენდოთ დოკუმენტებს. საბჭოთა პერიოდში იოსებ სტალინის ავადმყოფობის საკითხი ისტორიკოსებისთვის დახურულ თემას წარმოადგენდა, მიუწვდომელი იყო მის პირად ფონდში დაცული მასალებიც. ასეთ სიტუაციაში უამარავი ხმები და ჭორები ვრცელდებოდა, ყალბდებოდა სინამდვილე.

- თქვენ მხედველობაში გაქვთ პარანოიის ვერსია, რომელიც იოსებ სტალინს თითქოსდა ცნობილმა ფსიქიატრმა ალექსანდრე ბეხტერევმა დაუდგინა?

- დიახ, ეს ყველაზე ტიპიური ჭორია. საერთოდ, დასავლეთში სწორედ ამგვარი ავადმყოფობით (შიზოფრენიით ან პარანოიით) ხსნიდნენ იოსებ სტალინის მოქმედებას, მაგალითად, 1930-იან წლებში მომხდარ პოლიტიკურ რეპრესიებს.

- და როგორ იყო სინამდვილეში?

- სინამდვილეში ამ საკითხზე არავითარი დოკუმენტი არ არსებობს. აკადემიკოს ალექსანდრე ბეხტერევის მიერ თითქოსდა დასმულ დიაგნოზზე ჩვენ მხოლოდ მისი მემკვიდრეების მონაყოლით ვიცით. დაეჯერება თუ არ დაეჯერება ამ ვერსიას, ეს ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი: პარანოია მძიმე ავადმყოფობაა და ვისაც ეს სენი სჭირს, ის სახელმწიფოს ხანგრძლივად ვერ უხელმძღვანელებს.

რა თქმა უნდა, იოსებ სტალინს ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა, მას ყოველ წუთში შეეძლო ადამიანს უხეშად მოპყრობოდა, მაგრამ მას ვერ დავაბრალებთ 1930-იან წლებამდე ულმობლობისა და არამოტივირებული ძალადობისაკენ სწრაფვა-მიდრეკილებას. ალბათ, ამ პერიოდში მის მიერ გამომჟღავნებული მკვეთრი სიმკაცრე ასაკობრივი ცვლილელებით უნდა ავხსნათ....განაგრძეთ კითხვა

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს

ინფიცირების 585 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს