ოკუპირებულ აფხაზეთსა და ნაურუს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. შესაბამისი შეთახმების პროექტი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ მოიწონა.
„ნაურუში ოფიციალური ვიზიტის დროს ჩვენ ამ შეთანხმების გაფორმებაზე შევთანხმდით, რაც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ.
ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა ნაურუს რესპუბლიკამ 2009 წლის 15-16 დეკემბერს აღიარა.