პარლამენტთან მიმდინარე აქციის "ლაივი" რაგბის მატჩზე - ფოტო დინამო არენადან

პარლამენტთან მიმდინარე აქციის "ლაივი" რაგბის მატჩზე - ფოტო დინამო არენადან

დინამო არენაზე, სადაც საქართველო-საფრანგეთის მატჩი მიმდინარეობდა რაგბიში, ეკრანზე პარლამენტთან მიმდინარე აქციის "ლაივი" გაუშვეს. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციას მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი მორაგბეებიც შეუერთდებოდნენ, თუმცა ინფორმაცია მოგვიანებით თავად მორაგბეებმა ინფორმაცია უარყვეს. მათ განცხადება გაავრცელე, სადაც ნათქვამი იყო, რომ "აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ჩაერთვებიან".

რუსთაველის გამზირზე აქცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება და ადგილზე კარვები გაიშლება. აქციის მონაწილეები დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულების დასჯას მოითხოვენ. ასევე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ზაზა სარალიძემ მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი.რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი