ზაზა სარალიძემ მთავრობის გადადგომა მოითხოვა

ზაზა სარალიძემ მთავრობის გადადგომა მოითხოვა

გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. ზაზა სარალიძემ ამავდროულად საქართველოს პრეზიდენტს თანადგომისკენ მოუწოდა.

"მინდა თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით. როგორც ხედავთ, ირაკლი შოთაძე იძულებით გადააყენეს თანამდებობიდან, მაგრამ არ ასრულებენ იმ მოთხოვნებს, არ ისჯება და არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელებს. არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელობის საქმის შემკერავებს და მთავარ ფიგურანტებს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ჩემი შვილის მკვლელობის საქმის შეკერვაში. შოთაძე გადადგა, სუბელიანი გარეთ არის, დავტოვოთ გარეთ?! დავტოვოთ ჩემი შვილის მკვლელები გარეთ?! სისტემამ ომი გამოგვიცხადა. ჩვენ დავანგრევთ სისტემას. პირდაპირ მივმართავ, სისტემის უკან დგას კვირიკაშვილის მთავრობა. ძირს კვირიკაშვილის მთავრობა. იმიტომ, რომ ისინი მფარველობენ სისტემას. გადადგეს ყველა, ვინც ამ სისტემას მფარველობს. სისტემას მფარველები ჰყავს. გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა", - განაცხადა სარალიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ