პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება - "ხვალიდან მოზარდების მკვლელობის საქმეს შსს დაიბრუნებს"

პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება - "ხვალიდან მოზარდების მკვლელობის საქმეს შსს დაიბრუნებს"

"ხვალ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს მოზარდების მკვლელობის საქმეს პროკურატურისგან და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია იქნება ამ გამოძიების პროცესის ხელმძღვანელი" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. მე ყოველთვის ვიდექი და ვარ ჩემი ხალხის გვერდით და არასოდეს მოვრიდებივარ ხალთან პირდაპირ კომუნიკაციას, ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში, მოვსულიყავი მოკლული ბავშვის მამასთან. გავაკეთე ეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეუბნებოდა და ვიცოდი, პროვოკაციები იყო მოსალოდნელი. ყველამ ნახა, რომ ჩემი მისვლა იქ მყოფების უმრავლესობამ პოზიტიურად მიიღო, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება გამეკეთებინა განცხადება, რაც მდგომარეობს შემდეგში, რომ ხვალ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია იქნება ამ გამოძიების პროცესის ხელმძრვანელი. მე პირადად გავაკონტროლებ პროცესს" - აღნიშნა პრემიერმა.

სანამ განცხადებას გააკეთებდა, გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს და ბოთლები ესროლეს.

ნახეთ ვიდეო: ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს - პრემიერის საგანგებო განცხადება

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები