არაბი პრინცესა საჭესთან - ჰაიფამ "ვოგისთვის" იპოზიორა

არაბი პრინცესა საჭესთან - ჰაიფამ "ვოგისთვის" იპოზიორა

საუდის არაბეთის პრინცესა უკვე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც არაბული Vogue-ს გარეკანისთვის იპოზიორა.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ჰაიფა ბინთ აბდულა ალ საუდი, გარდაცვლილი მეფის, აბდულას ქალიშვილი ცნობილი ჟურნალისთვის გადაღებულ ფოტოებზე ავტომობილთან ერთად თეთრი სამოსით მანქანაში, მძღოლის სავარძელში ზის. საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლება მისცეს, ფოტოსესიაც ამ მნიშვნელოვან ცვლილებას მიეძღვნა.

„პირადად მე მხარს ვუჭერ ცვლილებებს. ადვილია, სხვა საზოგადოებებზე ისაუბრო და იფიქრო, რომ მათზე მეტი ხარ, თუმცა დასავლურ სამყაროს უნდა ახსოვდეს, რომ ყველა ქვეყანა უნიკალური და განსაკუთრებულია.

ჩვენ გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, თუმცა, ეს ჩვენი კულტურაა. უმჯობესია, ეცადოთ გაიგოთ, ვიდრე - განსაჯოთ,“ - აღნიშნა პრინცესამ ჟურნალთან ინტერვიუში.

პრინცესას 30-ზე მეტი და-ძმა ჰყავს. ის ამბობს, რომ გარდაცვლილი მეფე აბდულა ძალიან ჰგავდა სხვა მამებს.

„მამაჩემი ბევრი სხვა მამასავით იყო ჩვენთან - ძალიან ვუყვარდით. მასთან ახლოს ვიყავი. იმის გამო კი, რომ მამას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ქვეყნის განვითარების საქმეში, კიდევ უფრო მეტად ვაფასებდი,“ - ამბობს პრინცესა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ