5 არასრულწლოვანისა და პედაგოგის რამდენიმესაათიანი დაკითხვა დასრულდა

5 არასრულწლოვანისა და პედაგოგის რამდენიმესაათიანი დაკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე 5 არასრულწლოვნის და ერთი პედაგოგის გამოკითხვა დასრულდა. უწყების კითხვებს ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ. მედიასთან ისინი დეტალებზე არ საუბრობდნენ, რადგან აცხადებენ, რომ გაუთქმელობის შესახებ პირობა აქვთ დადებული.

ადვოკატების თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი კითხვა, მათ შორის ერთ–ერთია ვინმეს მხრიდან არასრულწოვნებზე ხომ არ მომხდარა ზეწოლა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები შესაძლებელია კიდევ ერთხელ დაიბარონ უწყებაში.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა.

არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ