საპატრულო პოლიციის უფროსი - კარავში აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

საპატრულო პოლიციის უფროსი - კარავში აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

"აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის ხვალინდელ გეგმებთან დაკავშირებით გარკვეული შეხლა-შემოხლა მოხდა" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

"ვერ გაარკვიეს თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა სამოქმედო გეგმები ექნებათ ხვალ. გარკვეული მიმართულება იყო პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით. მოვიდა პიროვნება, რომელიც მოუწოდებდა, რომ გაეყვანათ პოლიტიკური პარტიები. ამასთან დაკავშირებით ბატონ ზვიად კუპრავასთან მოუვიდათ შეხლა-შემოხლა, რაც განმუხტული იყო ჩვენი მხრიდან. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება" - აღნიშნა კუპატაძემ.

ცოტა ხნის წინ, ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან რუსთაველის გამზირზე მდებარე ედპ-ს ოფისთან გადაინაცვლა. კუპრავასთან ერთად არ იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ შორის კარავში უთანხმოება მოხდა, თუმცა მოგვიანებით ზაზა სარალიძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

ვიდრე კუპრავა ედპ-ს ოფისთან გადაინაცვლებდა, მანამდე პარლამენტის წინ არსებულ კარავში შეხვედრა იმართებოდა. ამ შეხვედრიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ "კუპრავას გაქრობა" იგეგმება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი