"მე და ზაზა სარალიძე თანამებრძოლები არ ვართ" - ზვიად კუპრავამ აქციიდან ოფისში გადაინაცვლა

"მე და ზაზა სარალიძე თანამებრძოლები არ ვართ" - ზვიად კუპრავამ აქციიდან ოფისში გადაინაცვლა

"მე და ზაზა სარალიძე თანამებრძოლები არ ვართ", - ამის შესახებ ზვიად კუპრავამ განაცხადა.

კუპრავა მოუწოდებს ოპოზიციონერებს, გაერთიანდნენ და ხვალ საღამოს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

„მივდივარ ედპ-ს ოფისში, ოპერის გვერდით, ყველა ოპოზიციურ პარტიას ველოდები კონსულტაციისთვის,“ - განაცხადა კუპრავამ.

მისივე თქმით, აქციებით აუცილებლად მიაღწევენ მიზანს, მიზანი კი „ივანიშვილის უკანონო რეჟიმის“ ჩამოშლაა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იგივე პოზიცია აქვს თუ არა ზაზა სარალიძეს, კუპრავა პასუხობს :

„მე და ზაზა ვიყავით მეგობრები, ვართ და მეგობრები, დავრჩებით მეგობრებად, მაგრამ ჩვენ არ ვართ თანამებრძოლები. მე ვბაგრძელებ ბრძოლას, მათ შორის ზაზა სარალიძის თავისუფლებისთვის.“

ამის შემდეგ ზვიად კუპრავა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისისკენ გაემართა, რუსთაველის გამზირზე კი რჩება ზაზა სარალიძე, რომელიც ამბობს, რომ მასსა და კუპრავას შორის არანაირი დაპირისპირება არ არის და კვლავ ერთად აგრძელებენ ბრძოლას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ