ზვიად კუპრავა : ეს ბრძოლა არის პოლიტიკური

ზვიად კუპრავა : ეს ბრძოლა არის პოლიტიკური

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ინფორმაციით, იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც არის პოლიტიკური და მივა საბოლოო გამარჯვებამდე. ამის შესახებ ზვიად კუპრავამ ედპ-ს ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები იყვნენ შეკრებილი. ამ დროისთვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები პარლამენტთან მიდიან, სადაც ზაზა სარალიძეს შეხვდებიან.

„ეს არის ბრძოლის ახალი ეტაპი, მეორე ეტაპი, რომელიც მივა საბოლოო გამარჯვებამდე. ეს ბრძოლა არის პოლიტიკური. სუს-ის ორ-სამ დღიანმა მცდელობამ დაექსაქსა მშვიდობიანი აქცია, მიიღო საპირისპირო შედეგი. ყველა ვერთიანდებით სისტემის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები