ზაზა სარალიძე : "გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს მოძალადე და მკვლელი მთავრობა“

ზაზა სარალიძე : "გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს მოძალადე და მკვლელი მთავრობა“

გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა და ჩამოვამხოთ ეს მოძალადე და მკვლელი მთავრობა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომელიც პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ განახლდა. როგორც სარალიძემ აღნიშნა, მან პირობა დადო, რომ ნებისმიერ ბერკეტს მიმართავს, რათა ეს სისტემა დაინგრეულიყო და ამ სისტემის მფარველი მთავრობა დამხობილიყო.

„მე გადავწყვიტე, რომ მომეხმო ყველა პოლიტიკური ძალისთვის და არა მარტო პოლიტიკური ძალისთვის. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ ბერკეტს მივმართავთ, რომ ეს სისტემა დაინგრეს და ამ სისტემის მფარველი მთავრობა დამხობილიყო. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ჩემი შვილის და ჩვენი შვილების მკვლელები. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, გავერთიანდეთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა და ჩამოვამხოთ ეს მოძალადე და მკვლელი მთავრობა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

იხილეთ ვიდეო: სარალიძის, მაჩალიკაშვილისა და პოლიტიკოსების ერთობლივი მიმართვა აქციაზე: რას გეგმავენ პარლამენტთან შეკრებილები?

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები