ზვიად კუპრავა - მზად ვართ პრემიერთან მისი გადადგომის დროსა და ფორმებზე მოლაპარაკება ვაწარმოოთ

ზვიად კუპრავა - მზად ვართ პრემიერთან მისი გადადგომის დროსა და ფორმებზე მოლაპარაკება ვაწარმოოთ

ჩვენ მზად ვართ პოლიტიკოსებთან ერთად შევხვდეთ პრემიერს და მისი გადადგომის დროსა და ფორმებზე მოლაპარაკება ვაწარმოოთ, - ამის შესახებ ზვიად კუპრავამ პარლამენტთან განაცხადა. მისი თქმით, გადადგომის მოთხოვნა იმის გამო დგას დღის წესრიგში, რომ მათ დამნაშავეთა დასჯის მექანიზმები არ გააჩნიათ.

"უნდა მოვიდეს მთავრობა, რომელიც გამოიძიებს საქმეებს და აღასრულებს სამართალს. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, ჩვენ დასახულ გეგმებს მშვიდად მივიყვანთ ბოლომდე. არ დავიღლებით", - აღნიშნა ზვიად კუპრავამ.

ამასთან ზვიად კუპრავამ პოლიციელებს მიმართა რათა საავტომობილო გზა დაუთმონ აქციის მონაწილეებს.

კუპრავას თქმით, აქციის ორგანიზატორებმა პოლიტიკოსებთან იმის გამო დაიწყეს მოლაპარაკებები, რომ ხელისუფლებას პასუხი ყველა დონეზე მოეთხოვოს.

როგორც კუპრავამ პარლამენტთან განაცხადა, დღეიდან ყველა პარტიისთვის რუსთაველის გამზირზე სცენა ღიაა. "ვინაიდან არაადამიანური ფორმებით გვებრძვის ჩვენ სახელმწიფო, მივიღეთ გადაწყვეტილება, კონსულტაციები დაგვეწყო პოლიტიკურ პარტიებთან. ეს გავაკეთეთ, რათა პოლიტიკოსებმა ამ სიბინძურეზე პასუხი მოითხოვონ კაბინეტებსა და საერთაშორისო დონეზე. სწორედ იმიტომ, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ ასულა სცენაზე, მე ამკიდეს პოლიტიკური სიმძიმე. მე რიგითი ჯარისჯაცი ვარ.

თუ ადრე სცენაზე შეზღუდვა გვქონდა, ახლა სცენა პოლიტიკოსებისთვისაც გახსნილია. ეს ეხება ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს", - განაცხადა კუპრავამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები