ვაკის პარკში აქცია დასრულდა

ვაკის პარკში აქცია დასრულდა

ვაკის პარკში აქცია დასრულდა და ხვალ გაგრძელდება. ორგანიზატორთა განცხადებით, აქცია ხვალ, 19.00 საათზე განახლდება. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ სწორედ მათ აქციას, რომელიც არის სოლიდარობის გამოხატვა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ოჯახების და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლებია სამართალს უშედეგოდ ეძებენ.

აქციის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ იმას, რომ აღნიშნული აქტივობა არის სამოქალაქო და ემიჯნება ყველა პოლიტიკურ პარტიას. მათივე განცხადებით, აქციები ყოველდღიური იქნება მანამ, სანამ არ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება გარდაცვლილ მოზარდთა ოჯახის წევრების მიერ ნდობით აღჭურვილი პირებით და პასუხი არ გაეცემა ყველა იმ კითხვას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან მიმართებით არსებობს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები