"ხვალ მივდივარ პრემიერთან შესახვედრად" - რას გეგმავს ზაზა სარალიძე

"ხვალ მივდივარ პრემიერთან შესახვედრად" - რას გეგმავს ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე ხვალ, 14:00 საათზე პრემიერ მინისტრს შეხვდება, - ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან რამდენიმეწუთიანი გასაუბრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. "ხვალ 2 საათზე მივდივარ პრემიერთან შესახვედრად, პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან აერთად", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მისი განმარტებით, მეუღლე შეუძლოდ ჰყავს და სწორედ ამიტომ ვერ მივიდა აქამდე აქციაზე. აქვე განმარტა, რომ თავადაც შეუძლოდ გრძნობს თავს და აქციაზე ცოტა ხნით დარჩება.

ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნები უცვლელია. "მინდა ბოდიში მოგიხადოთ. მეუღლე ცუდად არის. გამოვიპარე ცოტა ხნით. რას ჰქვია მოთხოვნების შეცვლა?! მე შვილს პირობა მივეცი, რომ ყველა დამნაშავე და ხელის დამფარებელი დაისჯება", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამასთან, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მისვლის მიზეზიც განმარტა. "რაც შეეხება მეორე აქციაზე მისვლას, იქ ჩემი შვილი და მისი მეგობრები იდგნენ. არ აქვს მნიშვნელობა, აქციაზე ვინ დგას. მე ყველგან მივალ, ვინც სოლიდარობას მიცხადებს", - აღნიშნა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ყველა პოლიტიკურ პარტიას და თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "მე მოვუწოდე უკვე პოლიტიკურ პარტიებს და მხარდამჭერებს ამ სისტემის დასამარცხებლად. ყველას ერთად მოგიწოდებთ, გაერთიანდით და ერთად იბრძოლეთ", - აღნიშნა სარალოძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები