ხორავას ქუჩის საქმეზე დროებით საპარლამენტო კომისიას, სავარაუდოდ, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

ხორავას ქუჩის საქმეზე დროებით საპარლამენტო კომისიას, სავარაუდოდ,  სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას შესაძლოა ოპოზიციონერმა ვიცე სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ უხელმძღვანელოს. „ევროპული საქართველოს“ წევრები საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამასთან, პარლამენტში არსებული არაოფიციალური დაუდასტურებელი ინფორმაციით, კომისიის ხელმძღვანელად განიხილება კაპანაძის კანდიდატურა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით – 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ასევე შედგა შეთანხმება, რომ კომისიის თავმჯდომარედ უმცირესობის წარმომადეგენელს აირჩევენ. საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები