ვინ შეხვდება პრემიერს - შალვა თადუმაძის კომენტარი

ვინ შეხვდება პრემიერს - შალვა თადუმაძის კომენტარი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შალვა თადუმაძემ შვილმოკლულ მშობლებთან შეხვედრასთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა. როგორც თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრი შეხვდება ზაზა სალარიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს მათ წარმომადგენლებთან ერთად. მისივე თქმით, შეხვედრას ასევე დაესწრებიან შს მინისტრი და სახალხო დამცველი.

„პრემიერ-მინისტრი შეხვდება ზაზა სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს. ასევე შეხვდება მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს. მათი მოთხოვნით, აღნიშნულ შეხვედრას დაესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია”, - განაცხადა თადუმაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."