დავით სარალიძის მშობლები ადვოკატთან ერთად პრემიერ-მინისტრს ხვდებიან

დავით სარალიძის მშობლები ადვოკატთან ერთად პრემიერ-მინისტრს ხვდებიან

ხორავას ქუჩაზე დაღუპული დავით სარალიძის მშობლები ადვოკატთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ხვდებიან. შეხვედრაზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

სარალიძის ოჯახთან შეხვედრამდე, პრემიერ-მინისტრი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მის უფლებადამცველებს შეხვდა. მაჩალიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები კანცელარიაში ერთად შევიდნენ, თუმცა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ცალკ-ცალკე გადაწყდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები