რომელი ლუდი მოგწონთ ყველაზე მეტად? - გამოკითხვის შედეგები

რომელი ლუდი მოგწონთ ყველაზე მეტად? - გამოკითხვის შედეგები

ზაფხულის საღამოები წარმოუდგენელია ცივი ლუდის გარეშე და რადგანაც, უკვე დადგა ბევრისთვის საყვარელი სასმლის სეზონი, გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რომელი ქართული ლუდი სარგებლობს პოპულარობით ქართველ მომხმარებლებში.

გამოკითხვა Ambebi.ge-ს, BPN.ge-სა და sportall.ge-ს საიტებზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კითხვაზე, რომელი ქართული ლუდი მოგწონთ ყველაზე მეტად - პასუხი 21 300-მა ადამიანმა დააფიქსირა. ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა "არგო", რომელსაც მკითხველის 17%-მა მისცა ხმა. მას მცირედით ჩამორჩა "ნატახტარი" - 16.3%-ით, შემდეგი პოზიცია დაიკავა "ზედაზენმა" - 13.6%-ით.

კითხვას, რომელი უცხოური ლუდი მოგწონთ ყველაზე მეტად - პასუხი 16,300-მა მკითხველმა გასცა. მათგან, “ჰეინეკენს“ 35.7% ანიჭებს უპირატესობას, „ლოვენბრაუ“ გამოკითხულთა 11%-ს მოსწონს, ხოლო გამოკითხულთა 8.3% „პილსნერს“ ყიდულობს.

გამოკითხვაში ასევე დავინტერესდით, როგორ ლუდს ყიდულობენ ყველაზე ხშირად საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხული 14 000 ადამიანიდან, ყველაზე მეტი 6 309 (44.9%) - ლუდს შუშის ბოთლით ყიდულობს, ჩამოსასხმელ ლუდს 26% ანიჭებს უპირატესობას, ხოლო პლასტმასის ბოთლს - 17.4%.

გამომდინარე იქედან, რომ მკითხველმა გამოკითხვაში ძალიან იაქტიურა და ერთ კვირაში საიტის 20 000-ზე მეტმა ვიზიტორმა მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში, AMBEBI.GE-ს რედაქცია მსგავსი გამოკითხვების ჩატარებას ყოველ კვირას გეგმავს. თემების მიხედვით შეირჩევა შესაბამისი ვებპლატფორმები, სადაც მკითხველს ექნება საშუალება დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ