ბოლოსდაბოლოს, მშობლებმა სახლიდან გააძევეს 30 წლის შვილი, რომელიც მათ ხარჯზე ცხოვრობდა

ბოლოსდაბოლოს, მშობლებმა სახლიდან გააძევეს 30 წლის შვილი, რომელიც მათ ხარჯზე ცხოვრობდა

სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან 10 დღის შემდეგ ნიუ-იორკელმა 30 წლის მამაკაცმა მშობლების სახლი დატოვა. CNN-თან მაიკლ როტონდო ამბობს, რომ იძულებული იყო, სახლიდან წასულიყო, სხვა კითხვებზე პასუხისგან მან თავი შეიკავა.

როტონდო ცელოფნის პარკებში ჩალაგებული ბარგით გადაიღეს. ის საცხოვრებლად ქირით გადავიდა.

როგორც წესი, ასეთი ამბები რეზონანსული არ არის ხოლმე, თუმცა როტონდოს მშობლებმა სახლიდან შვილის გასაძევებლად უჩვეულო გზას მიმართეს, მათ სასამართლოში უჩივლეს 30 წლის მაიკლს, რომელსაც მუშაობა არ სურს და მშობლების ხარჯზე ცხოვრობს.

თავად როტონდოს განმარტებით, იმდენად დაკავებულია მამობით, რომ მუშაობის დრო არ აქვს. მას ჰყავს შვილი ქალისგან, რომელზეც დაქორწინებული არ არის. მას შვილთან ერთად არასოდეს უცხოვრია, თუმცა ამბობს, რომ ბავშვს ხშირად ნახულობს.

ნახეთ, ასევე : მშობლებმა 30 წლის შვილს სასამართლოში უჩივლეს იმის გამო, რომ მათ ხარჯზე ცხოვრობს

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ