"გამიკვირდა, როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროკურორმა აიღო და არა იუსტიციის მინისტრმა" - დავით უსუფაშვილი

"გამიკვირდა, როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროკურორმა აიღო და არა იუსტიციის მინისტრმა" - დავით უსუფაშვილი

პროკურატურის სისტემაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი იუსტიციის მინისტრია, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

შესაბამისად, უსუფაშვილის თქმით, მას გაუკვირდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროკურორმა აიღო და არა მინისტრმა.

„ვთვლით, რომ მთავარ პროკურორად გვჭირდება მაღალი ნდობის მქონე ადამიანი. დასახელდა საინტერესო კანდიდატურები: შალვა შავგულიძე, ანა დოლიძე, ლია მუხაშავრია... სამივეს ის თვისებები აქვს, რომელიც სჭირდება პროკურორს. ხელისუფლებამ ამ წრიდან უნდა აარჩიოს, სხვა შემთხვევაში პროცესების ცოტა სხვა მიმართულებით განვითარებას მივიღებთ. იუსტიციის მინისტრს რაც შეეხება, პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი პროკურატურის სისტემაზე, უფრო მეტად ვიდრე სასამართლო სისტემაზე, არის იუსტიციის მინისტრი. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება იღებდა პროკურორის გადადგომის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მე ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ სწორედ პროკურორი არის ის ადამიანი, ვინც ვადით არის დანიშნული და დაცულია ბევრი სამართლებრივი ნორმით და მინისტრია ის ფიგურა, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს ხოლმე. მე თავიდანვე გამიკვირდა, როდესაც მოხდა პირიქით. პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ იყო დანახული ხელისუფლების მხრიდან, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირი უნდა შეცვლილიყო. რაც შეეხება შოთაძეს, მას, რა თქმა უნდა, შეეძლო საქმე უკეთ წარემართა, მაგრამ მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ თავისი ინიციატივით ეს კაცი ცუდი საქმეების გამკეთებელი არ იყო. მე არ ვამბობ, რომ იუსტიციის მინისტრი ავალებდა ცუდი საქმეების კეთებას, მაგრამ თავად პოლიტიკური ქუდი არის დამნაშავე იმ ვითარებაში, რაშიც პროკურატურაა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები