"ჩემი ჰობია წერა და ნადირობა..." - როგორია დავით ნარმანიას ცხოვრება მერობის შემდეგ და რას ამბობს ის კახა კალაძეზე

"ჩემი ჰობია წერა და ნადირობა..." - როგორია დავით ნარმანიას ცხოვრება მერობის შემდეგ და რას ამბობს ის კახა კალაძეზე

დავით ნარმანიას თბილისის მერობის ვადა 7 თვის წინ ამოეწურა. დედაქალაქის ყოფილი პირველი პირი ამბობს, რომ მერობის პერიოდში 24-საათიან სამუშაო რეჟიმში იყო და ერთი თავისუფალი დღეც არ ჰქონდა. დღეს ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომისიაში მუშაობს, უკვე დასვენების დღეებიც აქვს, ოჯახსაც მეტ დროს უთმობს და არც საყვარელი ჰობი ავიწყდება. ჟურნალმა "სარკემ" თბილისის ყოფილ მერთან ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

- თბილისის მერობა 24 საათიან სამუშაო რეჟიმს მოითხოვს, ახლა კი ასეთი დატვირთვით არ ვმუშაობ... შაბათობით უნივერსიტეტში მაქვს ლექციები, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. უნივერსიტეტი არასდროს მიმიტოვებია, მერობის პერიოდშიც კი.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ თბილისის მერზე, კახა კალაძეზე?

- კახა კალაძე ჩემი მეგობარია. მან აქტიურად და სერიოზულად დაიწყო იმ საქმის კეთება, რომელიც მე ვერ მოვახერხე ან ვერ მოვასწარი. მისი მერობა წარმატებული და პროდუქტიული იქნება.

რაც შეეხება კახის აქტიურობას, მან მოახერხა კონსოლიდაცია საზოგადოებასთან, რომ გამოაჩინოს ყველა საქმე - ეს მცირეა თუ დიდი, მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კეთდება დედაქალაქში.

- ოჯახური ცხოვრება როგორ მიედინება?

- 10 წელი გახდება, რაც ოჯახი შევქმენი თიკა თინიკაშვილთან. ხშირად მითქვამს, რომ რაც ცხოვრებაში გამიკეთებია და შემიქმნია, არის ცალკე და ჩემი ოჯახი არის მეორე მხარეს. სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგო - 8 წლის კოკო, 4 წლის ილია და 3 წლის ელენე ნარმანიები. თავისუფალ დროს და ეს ძირითადად არის კვირაობით, დავდივართ სხვადასხვა ადგილებში, ვსეირნობთ, ვერთობით და ა. შ.

- თქვენი პირადი გატაცებების ჰობისთვის თუ არის გამოყოფილი დრო?

- ჩემი ჰობია წერა და ნადირობა. წერაში სამეცნიერო სტატიებს ვგულისხმობ. ზამთრის სეზონზე კი ძალიან მიყვარს ნადირობა. როგორც კი წელიწადის ამ პერიოდში დრო გამომიჩნდება, მეგობრებთან ერთად მივდივარ და ვნადირობ, რომ განვიტვირთო.

ირაკლი ვაჩიბერიძე, ჟურნალი "სარკე"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები