"დღეს ექიმებს უფრო ნაკლები უფლებები გვაქვს, ვიდრე ტუსაღებს და ბანდიტებს!" - რას აპროტესტებს ცნობილი გინეკოლოგი

"დღეს ექიმებს უფრო ნაკლები უფლებები გვაქვს, ვიდრე ტუსაღებს და ბანდიტებს!" - რას აპროტესტებს ცნობილი გინეკოლოგი

"კიდევ ერთხელ აჩვენა მასმედიამ, რამდენად უმწიფარია და ამორალური. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი დაუცველია ექიმის პოზიცია ამ ისტერიულ და ეგზალტირებულ გარემოში. კანონი არ იცავს მას, როგორც მოქალაქეს ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან. თუ ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანას მოუწევს ექიმების გარეშე დარჩენა. მე, პირადად, სერიოზულად დავფიქრდი, შეიძლება თუ არა საქართველოში გავაგრძელო ჩემი საქმიანობა", - წერს მედიცინის დოქტორი, გინეკოლოგი ირაკლი თოდუა სოციალურ ქსელში. ასე გამოეხმაურა ის ექიმების გარშემო აგორებულ მორიგ სკანდალს - ამჯერად საქმე ეხება "ალიას" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას. ცნობილ გინეკოლოგ ვადიმ ხატიაშვილს პაციენტის სიკვდილში ადანაშაულებენ. სილამაზის სალონის მფლობელის ქალიშვილი "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი 53 წლის დედა ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა. ირაკლი თოდუა თავად გვესაუბრა, თუ რატომ არის დღეს უკიდურესად აღშფოთებული...

- მგონი ჩემს პოსტში ცხადად ჩანს, რა გახდა ჩემი აღშფოთების მიზეზი... ამ შემთხვევაში ექიმებს უფრო ნაკლები უფლებები გვაქვს, ვიდრე ნებისმიერ ტუსაღს თუ ბანდიტს, რომლებსაც პოლიცია აკავებს. რეპორტაჟებსა თუ ბეჭდურ მედიაში დამნაშავის არც სახელს და გვარს აშუქებენ და არც სახეს აჩვენებენ. ის ხალხი სარგებლობს რაღაც უფლებებით, მათი სახელი არსად გაჟღერდეს იმ მომენტამდე, სანამ გამოძიება სიმართლეს არ დაადგენს... ჩვენ ამ უფლებასაც კი მოკლებულები ვართ. როგორც კი რამე მოხდება, ხდება შავი პიარი და პედალირება თემის. რასაკვირველია, ჭირისუფალი დაზარალებულის მხარეა და გასაგებია მათი ტკივილი, მაგრამ ამით რომ სარგებლობს მასმედია, ეს არის ძალიან ცუდი! მთელი კლინიკების, ექიმების გუნდის დისკრედიტაცია ხდება... განაგრძეთ კითხვა

"ინფიცირებული მედიკოსი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა" - ამირან გამყრელიძე Covid-19-ის ახალ შემთხვევბსა და რეგულაციების გამკაცრებაზე

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან

დღეს ფილმს "შინდისი" მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ