ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადაყენებას ითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადაყენებას ითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური პარტია „ამცახარა“ დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადაყენებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიულ ყრილობაზე მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, - წერს „ეხო კავკაზა“.

„რაულ ხაჯიმბას საქმიანობა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე არაკომპეტენტურია და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხეს ქმნის. არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრისთვის და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ხაჯიმბამ ნებაყოფლობით უნდა დატოვოს საკუთარი თანამდებობა და ხალხის ბედზე რეალური პასუხისმგებლობა აიღოს. ხაჯიმბას მხრიდან სათანადო რეაგირების არარსებობის შემთხვევაში, არაკონტროლირებადი, დამანგრეველი პროცესებისგან თავის ასარიდებლად, ოპოზიციური ძალები იძულებულები იქნებიან ქვეყანაში კანონიერი აქციების ორგანიზება დაიწყონ“, - ნათქვამია ყრილობის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?