კალაძე მეტროს მემანქანეებს მადლობას უხდის - "2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით საკითხს"

კალაძე მეტროს მემანქანეებს მადლობას უხდის - "2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით საკითხს"

ჩემი მხრიდან იქნა გაცემული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს მემანქანეებისთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძემ მემანქანეებს მადლობა გადაუხადა, რათა მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება.

„მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მეტრომ მუშაობა განაახლა. რაც შეეხება საგაფიცვო პროცესს, თქვენ იცით, რომ გუშინ ღამით შედგა შეხვედრა ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ დეტალურად არსებულ მდგომარეობაზე. ჩემი მხრიდან იქნა მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა კომპანიაში ფინანსურად და რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი მხრიდან ის არსებული პრობლემები, რომელიც აწუხებთ. შესაბამისად, ჩემი მხრიდან იქნა გაჟღერებული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება ჩემი, როგორც დედაქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია. ყოველ ჩემს განცხადებაში ამ საკითხს ვაფიქსირებ.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მემანქანეს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება. შეიძლება ითქვას, რომ მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერმა ამავე კონტექსტში მადლობა გადაუხადა ავტობუსის მძღოლებს, საპატრულო პოლიციასა და მოსახლეობას. ამასთან, კახა კალაძემ გამგებლების თანადგომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამგეობის ავტომობილები იმ პერიოდში, როდესაც მეტრო იყო გაჩერებული, ემსახურებოდა დედაქალაქის მოსახლეობას.

„მადლობა ავტობუსის მძღოლებს იმ შრომისთვის, რაც გასწიეს. განსაკუთრებული მადლობა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მე ვგრძნობდი ამ თანადგომას. ასევე დიდი მადლობა საპატრულო პოლიციას“, -განაცხადა კახა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები