თუ თქვენი შვილი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს, ფსიქოლოგის ეს რჩევები გამოგადგებათ

თუ თქვენი შვილი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს, ფსიქოლოგის ეს რჩევები გამოგადგებათ

ბავშვის მეტყველების პრობლემები საკმაოდ ბევრ დედას აღელვებს. ფსიქოლოგები და ბაგა-ბაღის აღმზრდელები ხშირად აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ბავშვები აგვიანებენ ლაპარაკის დაწყებას, აყოვნებენ განვითარებას. გთავაზობთ ამონარიდებს ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის საჯარო ლექციიდან, რომელიც სწორედ ადრეული ასაკის განვითარებას ეხება.

- ორ წლამდე ბავშვს თუ ცოცხალი მეტყველება არ ესმის, ლაპარაკს ვერ ისწავლის. უნდა ესმოდეს რეალური ადამიანის საუბარი და არა რადიოში, ტელევიზორში, კომპიუტერში მოლაპარაკე ადამიანის. ორ წლამდე ასაკი არის ზუსტად ის სენსიტიური პერიოდი, როდესაც ტვინი ითხოვს შესაბამის სტიმულს მოლაპარაკე ადამიანების სახით. თუ არ მიეცა ეს სტიმული, ვერ ალაპარაკდება. მაგალითად, მაუგლი ძალიან კარგი ბიჭი იყო, ტვინის დაზიანება არ ჰქონია, მაგრამ ლაპარაკი ვერ ისწავლა, რადგან არ ესმოდა ადამიანური სიტყვა. როგორ ვზრუნავთ ბავშვის მეტყველებაზე: მშობლები მეუბნებიან, რომ ექვსი თვიდან უჭირავს ბავშვს გაჯეტი, პლანშეტი... დედა სახლში დაღლილი მიდის, ძიძაც დაღლილია, კიდევ უამრავი საქმე აქვს დედას და თან ფიქრობს, რომ ბავშვი ასე ვითარდება. ფილმებს აჩვენებენ, რუსულს და ინგლისურს ისწავლის...

ბავშვი უკვე ექვსი თვიდან ტიტინებს და ერთი წლის რამდენიმე სიტყვას მიზანმიმართულად ამბობს. მშობელი ზოგჯერ მეუბნება, მამას და დედას ცხრა თვის ასაკშიც უკვე გვეძახდაო და რომ ვეკითხები, მიზანმიმართუალად ამბობდა თუ არა ბავშვი ამ სიტყვებს, მერე უკვე უჭირთ პასუხის გაცემა. ბავშვი შეიძლება არასწორად ამბობდეს სიტყვას, მაგრამ მიზანმიმართულად. ეს მისი სიტყვაა, რომელსაც იყენებს კომუნიკაციის მიზნით. ენა სიმბოლოებია, მაგრამ ის გამოიყენება სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის მიზნით... ჩვენთან კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ამერიკის პედატრთა ასოციაციამ ჩაატარა უზარმაზარი კვლევა და აღმოჩნდა, რომ პედიატრთან მისული ბავშვების 30 პროცენტი აქვს მეტყველების პრობლემა.

ეს უზარმაზარი ციფრია! საქართველოში ციფრი არავის დაუთვლია... ბავშვები აყოვნებენ, აგვიანებენ განვითარებას! რატომ? - გაჯეტის გამო! ზოგიერთს ჰგონია, რომ მე კომპიუტერის მტერი ვარ... არ ვარ კომპიუტერს მტერი, თავად ვიყენებ რეაბილიტაციის დროს, სტუდენტებთან და საერთოდ მიმაჩნია, რომ ტექნოლოგიები ძალიან სასარგებლოა. თუმცა ამ ტექნოლოგიებს ტოქსიური ზემოქმედება აქვს ბავშვების ნეირონებზე! არ ვიცი, რატომ, ეს შესწავლის საგანია!...განაგრძეთ კითხვა

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს

ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

კომპანია "მეამა"-მ პირველი ბრენდული სივრცე გახსნა სავაჭრო ცენტრ "საბურთალოს სითი მოლში"