ხვანჭკარა, "თბილისო" და მოგონებები საქართველოზე - ნანი ბრეგვაძე ურგანტის შოუში

ხვანჭკარა, "თბილისო" და მოგონებები საქართველოზე - ნანი ბრეგვაძე ურგანტის შოუში

ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში 5 ივნისს კონცერტი გამართა, რამდენიმე დღით ადრე კი გადაცემაში ცნობილ ტელეწამყვანს, ივან ურგანტს სტუმრობდა.

ბრეგვაძემ და ურგანტმა ხვანჭკარას დაგემოვნების შემდეგ „თბილისო“ შეასრულეს. მომღერალს გიტარაზე აკომპანირებას ტელეწამყვანი უწევდა. სიმღერის დასრულების შემდეგ კი ურგანტმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ემოციური იყო ნანის შესრულება.

ბრეგვაძის საიუბილეო სოლოკონცერტი მოსკოვში 2 დღის წინ გაიმართა. მან თავისი ცნობილი ჰიტები მოსკოვის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა, რომელსაც ნიკა რაჭველი დირიჟორობდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე იდგნენ, მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე, შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე და რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე.

ნახეთ ვიდეო : "არ შემიძლია, ახლა ვიტირებ"- ნანი ბრეგვაძემ ურგანტის შოუში "თბილისო" შეასრულა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ