"უახლოეს მომავალში ჩვენთან კომისიაში მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა - შოთაძე იქნება, სუბელიანი თუ სხვა"

"უახლოეს მომავალში ჩვენთან კომისიაში მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა - შოთაძე იქნება, სუბელიანი თუ სხვა"

უახლოეს მომავალში ჩვენთან კომისიაში მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა - შოთაძე იქნება, სუბელიანი თუ სხვა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ არასამათავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კაპანაძემ ასევე არ გამორიცხა გამოკითხვისთვის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დაბარება, თუცა აღნიშნა, რომ ამაზე გადაწყვეტილებას კომისია მუშაობის დაწყების შემდეგ მიიღებს.

„ჩვენ გვქონდა პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი, ეს არის აუცილებელი პროცესი. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გვექნება ასეთი ტიპის ინტერაქცია. მოვისმინეთ მათი პირველადი შეკითხვები და დამოკიდებულება, მათ შორის პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად საჯარო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება კანონით. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებამ ყველა კითხვაზე, რომელიც დღეს არსებობს, მიიღოს პასუხი. ჩვენ ვაპირებთ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც რამე შემხებლობში არის საქმესთან, მოვიყვანოთ კომისიაზე. ჩვენი ფუნქცია არ არის ვინმეს დაჭერა, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ყველაფრისთვის სახელის დარქმევა“, - განაცხადა კაპანაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები