„ქართული მარშის“ 5 წევრი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, ორი კი პატიმრობაში დატოვა

„ქართული მარშის“ 5 წევრი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, ორი კი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ ბრალდებულთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. კერძოდ, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი, ხოლო მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგ დანგაძე და ბექა რევაზიშვილი გირაოთი გაათავისუფლა.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ონიანი, რომელიც მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. პროცესი 19 ივნისს 12 :00 საათზე განახლდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს, „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული შემდეგ რეპლიკა გააპროტესტეს: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”. ამავე დღეს „რუსთავი 2“-ის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. სწორედ ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს „ქართული მარშის“ აქტივისტები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ