ალჟირელმა ფეხბურთელმა ქალს ხელი გაარტყა

 ალჟირელმა ფეხბურთელმა ქალს ხელი გაარტყა

ძალზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა აშშ- ალჟირის მატჩის შემდეგ. ამერიკელებთან ბოლო წამებზე წაგებული თამაშის შემდეგ ალჟირელი ფეხბურთელები

გასახდელში შედიოდნენ, როდესაც მათმა თანამემამულე ჟურნალისტმა ერთ-ერთ მათგანს, რაფიკ საიფის კომენტარი სთხოვა, მან კი ჟურნალისტს სახეში შემოარტყა ათეული მხილველის თანდასწრებით.

აბა რა მოსაწონი საქციელია, მით უმეტეს, რომ ჟურნალისტი ქალი გახლდათ, ალჟირში კარგად ცნობილი სპორტული მწერალი ასმა ჰალიმი. შეურაცხყოფილმა ქალმა კარგი პასუხი დაუბრუნა - შიგ პირში სტკიცა ხელი, ქალზე ხელის აღმმართავმა ფეხბურთელმა კი კიდევ ერთხელ გაიწია მასზე და შუაში ჩამდგარმა დამსწრეებმა რომ აღარ მიუშვეს, გაცოფებულმა ბოთლი ესროლა.

"ჩვენ აქ ერთად ვიდექით, როდესაც ქალბატონმა მოთამაშეს კითხვით მიმართა, მან კი ცემით უპასუხა. ეს უბრალოდ ამაზრზენია, ეს ნაძირალა ფეხბურთელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს" - ამბობს ინციდენტის შემსწრე და ერთ-ერთი გამშველებელი, მავანი გვატემალელი ჟურნალისტი.

ალჟირის ბანაკიდან არავის გაუკეთებია კომენტარი.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო