ავტორი:

დაავადება, რომელიც ქართულ თხილს ანადგურებს

დაავადება, რომელიც ქართულ თხილს ანადგურებს

ბოლო დროს, დასავლეთ საქართველოში, სოფლის მეურნეობის კულტურებს დიდი ზიანი არა მარტო ფაროსანამ, მცენარის სხვადასხვა დაავადებამ მიაყენა. მათ შორისაა, ნაცროვანი დაავადებები, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან ყველაზე მეტად, თხილის მოსავალს ანადგურებს და მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

ნაცარი მცენარის დაავადება, რასაც ნაცროვანი სოკოები იწვევს. ის მცენარეს უვითარდება ზაფხულის დასაწყისიდან ფოთოლზე, ყლორტზე, ყვავილებზე. ნაყოფზე აჩენს ნაცრისფერ ფიფქს და მისი სახელწოდებაც აქედანაა წარმოქმნილი. ფიფქი იზრდება და ხშირად დაავადებულ ორგანოს მთლიანად ფარავს. დაავადებული ფოთოლი ყვითლდება, მალე ხმება და ნაადრევად ცვივა. ნაყოფი მაგრდება და სკდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს, თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ დროულად გაატარონ ღონისძიებები. ეს დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს და თხილს დაზიანებისგან დაიცვას. ნაცროვანი დაავადების შედეგად მოსავლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებით.

ფერმერთა დასახმარებლად, სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო მითითებებს ავრცელებს. მთავარია, რომ ქიმიური წამლობისას, მკაცრად იყოს დაცული უსაფრთხოების წესები. შეწამვლისას აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება. დროულად გატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და თხილს დაზიანებისგან დაიცავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

http://nfa.gov.ge/uploads/ other/7/7267.pdf

http://nfa.gov.ge/uploads/ other/7/7265.pdf

ვიდეო: "ტრაქტორი"

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ