კოკაი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა

კოკაი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა

პირველი ევროპელი პროფესიონალი სუმოისტი ლევან ცაგურია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა. უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში კოკაის

შიკონათი მოასპარეზე სპორტსმენი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო. დაჯილდოვების ცერემონიალს ქართული სპორტის ხელმძღვანელებთან ერთად, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები დაესწრნენ.

“ლევან ცაგურიამ წარმოუდგენელი რამ შეძლო. ევროპელ სუმოისტთაგან პირველმა შეაღწია ყველაზე დახურულ ლიგაში და სახელიც მალევე მოიხვეჭა. თანამემამულეებსაც გაუკვალა გზა. დღეს პროფესიულ სუმოში 3 ქართველი გამოდის. ევროპის არც ერთ ქვეყანას ამხელა წარმომადგენლობა არ ჰყავს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კოკაიმ კი “მსოფლიო სპორტისთვის” შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე რომ ვიყავი წარდგენილი, ჯერ კიდევ მარტის ბაშოს დასრულებისას შემატყობინეს ტელეფონით. აპრილის დასაწყისში უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ გადატვირთული კალენდრის გამო ვერ მოვახერხე. ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა ამ დაფასებისთვის”.

პროფესიონალ სუმოისტს საქართველოს სამოყვარულო სუმოს ფედერაციასთან თანამშრომლობაზეც დავეკითხეთ.

“ამჟამად, სამოყვარულო სუმოში ოფიციალურად საქმიანობის უფლება არ მაქვს. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ალბათ, ამ საქმეს მოვკიდებ ხელს, თუმც იქამდე ჯერ დიდი დროა და ზუსტი პასუხის გაცემა ძალიან ძნელია”, – აღნიშნა ცაგურიამ, რომელიც ხვალ უკვე იაპონიაში მიემგზავრება, ივლისის ბაშოსთვის მოსამზადებლად.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო