შსს-ში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება

შსს-ში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში შს სამინისტროში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება. დაკითხვის დაწყებამდე ექსპერტმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ექსპერტი დაკითხვაზე უკვე ორ საათზე მეტია იმყოფება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება შს სამინისტრომ განმეორებით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უწყებამ დაკითხა ის პირები, რომლებიც თავდაპირველი გამოძიების ფარგლებში იყვნენ დაკითხული, ასევე ის პირებიც, რომლებიც გამომძიებლებს ამ დრომდე არ ჰყავდათ გამოკითხული. უწყებაში დაკითხვაზე ორჯერ იმყოფებოდა საქმეში ერთ–ერთი მთავარი ფიგურანტი მირზა სუბელიანი. შს სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში დღეს დააკავა ერთი პირი, რომელსაც ბრალდება მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილია ერთ–ერთი არასრულწოვანი, რომელსაც სასამართლომ 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამაძიმებელ გარემოებაში არასრულწოვან დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში დაკავებულ მეორე არასრულწლოვანს სასამართლომ 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ