პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა ლოგიკურია

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა ლოგიკურია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას ლოგიკურად მიიჩნევს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა "ტვ.პირველის" ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - მიაჩნია, თუ არა, რომ ეს არის ლოგიკური მოთხოვნა და ფიქრობს თუ არა, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა გადადგეს.

"ჩემი პასუხი არის თანხმობა იმ საზოგადოებაში არსებულ პათოსთან, რომელსაც გააჩნია თავისი აბსოლუტურად ლოგიკური არგუმენტაცია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის პრეტენზია, რომელიც მათ თეა წულუკიანის მიმართ გააჩნიათ, ეს არის მათი მხრიდან აწეული „ძალიან კარგი მორალური თამასა".

"იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ძალიან ნათლად დააფიქსირეს პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ თუ ახალი პროკურორის შერჩევას სჭირდება საზოგადოების ლეგიტიმაცია, ისინი წარმოადგენენ ამ მიმართულებით კომპეტენციიდან გამომდინარე ლეგიტიმაციის რაღაც ნაწილს. ჯერ ეს ერთი, ძალიან გამიხარდა, რომ რაღაც პირობა დააყენეს, რადგან აქამდე ვუყურებდი არსამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც დაუძახებდნენ - მაგალითისთვის არაერთხელ მითქვამს, საკონსტიტუციო კომისიაში ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მორალური თამასა ასწიეს. თქვეს, რომ ჩვენ იმ ადამიანთან, რომელსაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ დავსხდებით. ხელისუფლებასთან მორალური კრიტერიუმით, მორალური თამასით საუბარი არის სწორი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები